ქუთაიში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში 21-ით გაიზარდა ქუთაისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები. სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2 ადამიანის ინფიცირების შედეგი გუშინ ცენტრალურ ბულვარში დადგმული საველე ლაბორატორიაში გამოვლინდა და ორივე ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს.
„ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლებთან იყო კონტაქტში დანარჩენი 19 დაინფიცირებულიც. ისინი პედაგოგების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან“.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია PCR ტესტი უფასოდ ჩაიტაროს და სასურველია ლაბორატორიას მიმართოს ყველა იმ პირმა, რომელსაც კოვიდ დადასტურებულ პედაგოგებთან ჰქონდა კონტაქტი, აჭარაში იმოგზაურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ან ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი აქვს.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საველე ლაბორატორია მას შემდეგ განთავსდა, რაც 10 სექტემბერს ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
11 სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისში დადასტურებული კოვიდ-19-ის 28 შემთხვევა იყო. დაინფიცირებულთა შორის იყვნე. მერიის ააიპ „ქუთგანათების“ თანამშრომელი, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციის ექიმი და მომსახურების სფეროს წარმომადგენელი. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პირველადი კვლევის შედეგებით, მათთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.
საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41
რატომ არის საქართველოში კარანტინი დისკრიმინაციული და უსამართლო

საქართველოს მთავრობა თანდათან ამცირებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის ხანგრძლივობას. სულ რამდენიმე კვირის წინ კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12 დღემდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში წამოწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად მიიღო. საპროტესტოსთან ერთად საინფორმაციო კაპმანია კარანტინის სისტემის დისკრიმინაციულ შინაარსს აკრიტიკებს. ჩანასახის სტადიაზე არსებული სამოქალაქო პროტესტი ფეისბუკჯგუფითა და პეტიციის ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მონაწილეც გარემოებათა გამო მეც აღმოვჩნდი.