Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:02 14.9.2020

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

12:13 13.9.2020

ლაგოდეხი: სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ნუნუ ნოზაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, კოვიდინფიცირებული მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სამსახურში არ მისულა, რადგან, ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე.

ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივ ცხელების ცენტრს მიმართა. ინფექციის დადასტურების შემდეგ მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილიდან იმ საცხოვრებელ კოპრუსში, სადაც მამაკაცი ცხოვრობს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ ოჯახის წევრებს და ახლობლებს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას უღებენ.

ამ დროისთვის მოძიებულია 10-მდე კონტაქტი. ყვალა მათგანი თვითიზოლაციაშია.

12:11 13.9.2020

ქუთაისი: კორონავირუსის 16-იდან 15 დადასტურებელი შემთხვევა ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება

ბოლო 24 საათში ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 1 082 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთის წყარო უცნობია, დანარჩენი 15 კი, დადასტურებული შემთხვევაა და ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

ისინი ქუთაისის 32 -ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონტაქტის მქონე პირები არიან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე განმარტავს, „16 შემთხვევიდან 14 ქუთაისში, 1 კი ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ეს უკანასკნელი ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს და იგი იმყოფებოდა იზოლაციაში“.

გიორგიძის განცხადებით, 12 სექტემბერს, ქუთაისის ბულვარში მდებარე საველე ლაბორატორიაში აღებული 300 -მდე ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქუთაისში ერთ -ერთი კლინიკა, გადაკეთდება კოვიდმიმღებ ცენტრად, რადგან ქალაქის შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში 18 პაციენტია და განყოფილება ახალ პაციენტებს ვერ იღებს.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რეკორდულად მაღალი რაოდენობა 11 სექტემბერს დაფიქსირდა, კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 20-ზე მეტი ქალაქის 32 -ე სკოლის თანამშრომელია. 9 სექტემბრის შემდეგ ქუთაიში გამოვლენილი კოვიდინფექციის დადადასტურებული შემთხვევებიდან 65 ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დადგმულ კარავში მესამე დღეა საველე ლაბორატორია მუშაობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია PCR ტესტირების ჩატარება.

12:07 13.9.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 სექტემბერს კორონავირუსის დადასტურებული 152 შემთხვევების უმრავლესობა, 90 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

15 ქუთაისის სკოლის კლასტერია, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევა.

მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით უცნობია 11 შემთხვევის წყარო

ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე გრძელდება 11 შემთხვევის კონტაქტების კვლევა.

გამოჯანმრთელებულია 6 პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დაინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, თუმცა მათ ძირითადად დაავადების უსიმპტომო ფორმა აქვთ.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2227 დადასტურებული შემთხვევაა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG