Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:04 14.9.2020

პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

11:03 14.9.2020

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელ მატანის შესასვლელში დაიდგა სპეციალური კარავი, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა ტესტირება მიმდინარეობს.

11:02 14.9.2020

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

12:13 13.9.2020

ლაგოდეხი: სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ნუნუ ნოზაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, კოვიდინფიცირებული მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სამსახურში არ მისულა, რადგან, ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე.

ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივ ცხელების ცენტრს მიმართა. ინფექციის დადასტურების შემდეგ მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილიდან იმ საცხოვრებელ კოპრუსში, სადაც მამაკაცი ცხოვრობს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ ოჯახის წევრებს და ახლობლებს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას უღებენ.

ამ დროისთვის მოძიებულია 10-მდე კონტაქტი. ყვალა მათგანი თვითიზოლაციაშია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG