Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:13 16.9.2020

აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 726-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა 15 სექტემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ ტესტირების შედეგად გამოვლენილია 52 ახალი შემთხვევა. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი. ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, საერთო ჯამში 726 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 192.

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი და ტურისტების მიღება დაიწყეს. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 645.

15 სექტემბრიდან რუსეთთან „საზღვარი“ გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამაც, რომელსაც მაისის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 90 შემთხვევა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 240 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 50 000.

11:51 16.9.2020

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 145 აჭარაში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის. კერძოდ, 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარის შემთხვევაა, მათგან 144 ბათუმში გამოვლინდა, ხოლო ერთი ქობულეთში. რაც შეეხება დანარჩენი შემთხვევების ტერიტორიულ განაწილებას:

„თბილისში გახლავთ 29. იმერეთი- ქუთაისი არის 7 და საჩხერე-1. შიდა ქართლი- გორი გახლავთ 4, ქვემო ქართლი- გარდაბანი 3, გურიაში- ოზურგებთში 4 შემთხვევაა, ზემო სვანეთი სამეგრელო- ზუგდიდში 2 და ფოთში 1. მცხეთა-მთიანეთში- მცხეთაში გახლავთ ერთი შემთხვევა“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 1319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

11:02 16.9.2020

10:44 16.9.2020

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევაა

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 1 სექტემბერი - 23;
  • 2 სექტემბერი - 38;
  • 3 სექტემბერი - 20;
  • 4 სექტემბერი - 28;
  • 5 სექტემბერი - 25;
  • 6 სექტემბერი - 29;
  • 7 სექტემბერი - 34;
  • 8 სექტემბერი - 45;
  • 9 სექტემბერი - 44;
  • 10 სექტემბერი - 57;
  • 11 სექტემბერი - 87;
  • 12 სექტემბერი - 158;
  • 13 სექტემბერი - 152;
  • 14 სექტემბერი - 165;
  • 15 სექტემბერი - 170;
  • 16 სექტემბერი - 196.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

16 სექტემბრის დილის მონაცემებით:

  • კარანტინის რეჟიმშია 6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG