Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:08 17.9.2020

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევაა

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა. ეს 17-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე.

სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 1 სექტემბერი - 23;
  • 2 სექტემბერი - 38;
  • 3 სექტემბერი - 20;
  • 4 სექტემბერი - 28;
  • 5 სექტემბერი - 25;
  • 6 სექტემბერი - 29;
  • 7 სექტემბერი - 34;
  • 8 სექტემბერი - 45;
  • 9 სექტემბერი - 44;
  • 10 სექტემბერი - 57;
  • 11 სექტემბერი - 87;
  • 12 სექტემბერი - 158;
  • 13 სექტემბერი - 152;
  • 14 სექტემბერი - 165;
  • 15 სექტემბერი - 170;
  • 16 სექტემბერი - 196;
  • 17 სექტემბერი - 179.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2937-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1422.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

17 სექტემბრის დილის მონაცემებით:

  • კარანტინის რეჟიმშია 6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
11:04 17.9.2020

10:02 17.9.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

16 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 756 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 198. COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 6 პაციენტი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოს დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და ტურისტების მიღება დაიწყო.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს. მაისიდან ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 675. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 244 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

18:08 16.9.2020

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საპოლიციო კონტროლი ისევ გამკაცრებული რჩება.

წაიკითხე ვრცლად აქ

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG