Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:28 18.9.2020

კოვიდინფიცირებული ახალი 182 პაციენტიდან 129 აჭარიდანაა, 34 თბილისიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 182 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან შემთხვევათა უმრავლესობა, კერძოდ 129 ინფიცირებული აჭარის რეგიონზე მოდის.

რაც შეეხება სტატისტიკურ განაწილებას, მარინა ეზუგბაიას თანახმად, აჭარის 129 შემთხვევიდან 114 ბათუმში ინფიცირების შემთხვევებია, 11, ქობულეთში, 3 ქედაში და 1 შუახევში. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს:

„თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში გახლავთ 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ჯამურად 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.

11:27 18.9.2020

11:26 18.9.2020

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევაა

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3119-მდე გაიზარდა.

სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა:

  • 1 სექტემბერი - 23;
  • 2 სექტემბერი - 38;
  • 3 სექტემბერი - 20;
  • 4 სექტემბერი - 28;
  • 5 სექტემბერი - 25;
  • 6 სექტემბერი - 29;
  • 7 სექტემბერი - 34;
  • 8 სექტემბერი - 45;
  • 9 სექტემბერი - 44;
  • 10 სექტემბერი - 57;
  • 11 სექტემბერი - 87;
  • 12 სექტემბერი - 158;
  • 13 სექტემბერი - 152;
  • 14 სექტემბერი - 165;
  • 15 სექტემბერი - 170;
  • 16 სექტემბერი - 196;
  • 17 სექტემბერი - 179;
  • 18 სექტემბერი - 182.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1435.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

11:44 17.9.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია

კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 16 სექტემბერს აჭარის რეგიონში 145 ახალი შემთხვევა იყო.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 17 სექტემბერს დადასტურებული 179 შემთხვევიდან 16 იმერეთშია, 15 თბილისში, 7-7 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში და 4-4 გურიასა და კახეთში.

ეზუგბაიას ცნობითვე, ამჟამად საქართველოში 1488 კოვიდპაციენტია. მათგან 9-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 60-70 პაციენტის კი - მძიმე.

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 2937 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG