დილის მონაცემები, ვირუსი სულ 3 306 პირს დაუდასტურდა.
18 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსი იმერეთში 11 ადამიანს დაუდასტურდა
კოვიდინფიცირებული ახალი 182 პაციენტიდან 129 აჭარიდანაა, 34 თბილისიდან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 182 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან შემთხვევათა უმრავლესობა, კერძოდ 129 ინფიცირებული აჭარის რეგიონზე მოდის.
რაც შეეხება სტატისტიკურ განაწილებას, მარინა ეზუგბაიას თანახმად, აჭარის 129 შემთხვევიდან 114 ბათუმში ინფიცირების შემთხვევებია, 11, ქობულეთში, 3 ქედაში და 1 შუახევში. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს:
„თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში გახლავთ 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ჯამურად 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.