23:46
24.9.2020
რას ჰყვებიან COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები ბათუმში
რადიო თავისუფლება რამდენიმე პაციენტს დაუკავშირდა. მათი ნაწილი ბათუმის კლინიკებში მკურნალობს, ნაწილი კი ე.წ. კოვიდკარანტინშია.
ყველამ გვთხოვა არ გავამხილოთ მათი ვინაობა, რადგან ოჯახის წევრებმა ან საერთოდ არ იციან მათი დაინფიცირების შესახებ, ან არ იციან, რომ მდგომარეობა გართულებული აქვთ.
22:12
23.9.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონვირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 197 პირს, მათგან 62-ს ვირუსი დაუდასტურდა.
22:11
23.9.2020
23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა იყო. მათგან 165 - აჭარაში
22:11
23.9.2020
დედამ ჩვილი აჭარიდან სოფელ ფონაში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა.