კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ქუთაისში ბათუმიდან ოთხი დღის წინ გადაიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა:
„ქალი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობაში იყო. პაციენტს თანმხლები დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ
ქუთაისში, კორონავირუსით 3 პაციენტია გარდაიცვალა.
COVID-პაციენტების მართვის ალგორითმი, „გაახალგაზრდავებული“ ვირუსი და ვაქცინა
როგორ, ვინ და სად გიმკურნალებს, თუკი კორონავირუსით დაინფიცირდი, თუმცა, ვირუსი შენს ორგანიზმში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი.
აჭარის კლინიკებში 484 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, 902 პაციენტი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.
ამ დროისთვის, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 484 კოვიდ-პაციენტი. მათგან, 40 არასრულწლოვანი, 14 კი ორსულია. რეანიმაციაში იმყოფება 17 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროში სამედიცინო მეთვალყურეობას გადის 902 უსიმპტომო პაციენტი, მათგან 72 არასრულწლოვანია.
ბინაზე მკურნალობს 350-ზე მეტი კოვიდ-დადებითი პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია რვა კლინიკა, სადაც საერთო ჯამში 600 საწოლია მობილიზებული.
კოვიდ-დადებითი მსუბუქი პაციენტებისთვის, რეგიონში გამოყოფილია 6 საკარანტინე სივრცე.
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
26 სექტემბრის მონაცემებით, ვირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 1819--მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.