თელავის საკარანტინე სივრცეში 29 წლის კაცი გარდაიცვალა
თელავის საკარანტინე სივრცეში 29 წლის კაცი გარდაიცვალა. ის სასტუმროს პერსონალმა ნახა გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, ამ ეტაპზე, დგინდება, რომ ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში, სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინე სივრცეებში 5674 პირია მოთავსებული.
კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ქუთაისში ბათუმიდან ოთხი დღის წინ გადაიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა:
„ქალი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობაში იყო. პაციენტს თანმხლები დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ
ქუთაისში, კორონავირუსით 3 პაციენტია გარდაიცვალა.
COVID-პაციენტების მართვის ალგორითმი, „გაახალგაზრდავებული“ ვირუსი და ვაქცინა
როგორ, ვინ და სად გიმკურნალებს, თუკი კორონავირუსით დაინფიცირდი, თუმცა, ვირუსი შენს ორგანიზმში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი.