Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:36 30.9.2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ახალ პიკს მიაღწია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა.

19:41 29.9.2020

დღეს უკვე ოთხი ადამიანია გარდაცვლილი

14:27 29.9.2020

ექიმი: კოვიდინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლია გახდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე-ე პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი და ტუბერკულოზი ჰქონდა, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლია გახდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ. მისი თქმით, კოვიდ დადასტურებული 65 წლის მამაკაცი კლინიკაში 26 სექტემბერს ღამით შეიყვანეს.

„65 წლის მამაკაცი იყო ქუთაისიდან გადმოყვანილი. რომელიც ჩვენთან მკურნალობდა, ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები და დღეს დილით საჭირო გახდა რეანიმაციული ჩარევა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დადგა გარდაცვალება“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი.

13:17 29.9.2020

ოკუპირებულ საბერიოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG