საქართველოში დღეს, 2 ოქტომბერს, დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა.
რადიო თავისუფლებას წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ მიმდინარეობს დაავადებულის კონტაქტების მოძიება.
საკლასო ოთახი სკოლის ეზოში პირველკლასელების უჩვეულო გარემოში დასახვედრად მოაწყვეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმში ჰაერზე სწავლება იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ხაშურის პირველი სკოლის ყველა კლასი რიგ-რიგობით იყენებს ამ სივრცეს გაკვეთილებისთვის. აქ ტარდება მასწავლებლების შეკრებები და მშობლებთან შეხვედრებიც.
გორის სამედიცინო ცენტრი დაიხურა - კოვიდინფიცირებულია რენტგენოლოგი
გორის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეჩერებულია. ამის მიზეზი სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლის, თამარ მელიქიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულია რენტგენოლოგი, რომელიც კლინიკაში თბილისიდან დადის. ვირუსის დადასტურების გამო შენობა დაკეტეს და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"covid-19 დაუდასტურდა რენტგენოლოგს, ახალგაზრდა ქალია, ის გორში თბილისიდან დადიოდა. როგორც გაირკვა სხვა სამსახურშიც მუშაობს და სავარაუდოდ, იქიდან დაინფიცირდა. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. როგორც ცნობილია დედაქალაქიდან თანამშრომლების ტრანსპორტირება სპეციალულად გამოყოფილი მიკროავტობუსით ხდება. გაირკვევა ვის შეხვდა ამ დღეებში, ვისთან ერთად იმგზავრა, მოხდება მათი გატესტვა და იმ შემთხვევაში, თუ მათი პასუხი არ იქნება დადებითი სამედიცინო ცენტრი უახლოეს პერიოდში აღადგენს ფუნქციონირებას. ეს დამოკიდებული იქნება ნიმუშების პასუხებზე“, - განმარტა თამარ მელიქიამ.