Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:17 9.4.2020

56 წლის ინფიცირებული მამაკაცი ლენტეხის სოფელ მელეში სტუმრად იმყოფებოდა. მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

23:18 9.4.2020

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველომ ამ ეტაპზე 759 მილიონ ლარზე მეტი მოაგროვა - ნაწილი Stopcov-ის ფონდში გადარიცხული თანხაა, ნაწილი კი საერთაშორისო დახმარების პაკეტი.

23:20 9.4.2020

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელიც ეხება COVID-19-ის ზეგავლენას საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე და ფასების ზრდის რისკებზე.

23:21 9.4.2020

"მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან ვნების კვირეულს რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია... ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი... ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG