Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
01:50 10.4.2020

ჯანდაცვის მინისტრმა ილაპარაკა COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის შესახებ, რომლის თანახმად, სასულიერო პირებს სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ.

19:21 10.4.2020

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ითა გაიზარდა და 234 შეადგინა. ცვლილება COVID-19-ის სამთავრობო საიტზე ცოტა ხნის წინ აისახა.

STOPCOV.GE-ის თანახმად, 10 აპრილის საღამოს 19 :10 საათის მოაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 54-ია.

ახალი კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილია 3 ადამიანი.

21:14 10.4.2020

კორონავირუსი არ დაუდგინდა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს

„სამივეს პასუხები უარყოფითია. ჩვენთან ერთად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 17 პირს არ დაუდასტურდა [კორონავირუსი]“, - წერს „ფეისბუკზე“ „ტვ პირველის“ რეგიონული კორესპონდენტი ნატო გოგელია. ტელეარხის ჟურნალისტთან ერთად კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს ოპერატორსა და მძღოლს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

საქართველოში ჯერ კორონავირუსით ჟურნალისტის ინფიცირების შემთხვევევა არ დადასტურებულა. თუმცა ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო „მთავარი არხის" ჟურნალისტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდეა გაზრდილი. მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

21:41 10.4.2020

ეზუგბაია: საქართველოში წარმოებული პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს წვეთოვანი ინფექციისგან

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში წარმოებული პირბადეებს აფასებს.

საქართველოში წარმოებული პირბადე
საქართველოში წარმოებული პირბადე

„ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე და ერთ ჟურნალისტს უკეთია. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისა და ასევე COVID -19-სგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე არ არის საშიში“, - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG