Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:59 16.4.2020

მაკა სოლოღაშვილი: შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის არსებული დინამიკით ზრდის პირობებში, კლინიკას ამ დროისათვის მედპერსონალის ეკიპირებისთვის საჭირო 10 დღის მარაგი აქვს. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების შემთხვევაში კი შესაძლოა საავადმყოფოს არ ეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები და არც ეკიპირება:

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი არც არც ადგილები არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე.

თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ალბათ ზედმეტი გართულებების გარეშე. მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ მაქსიმალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი განმარტებით ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა საჭიროების შემთხვევაში ამ დროისათვის განთავსებული პაციენტების ორჯერ გაზრდილი რაოდენობის მიღებას შეძლებს:

„თუ დადასტურებული იქნება ყველა მივიღებთ დაახლოებით ერთი ამდენ რაოდენობას კიდევ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები, რაც მოითხოვს თითო პალატაში თითო ადამიანის იზოლირებულად მოთავსებას, მაშინ რესურსი უკვე საკმაოდ მცირეა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 22 პაციენტს.

11:44 16.4.2020

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში 2 ძალიან მძიმე პაციენტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2-ის მდგომარეობა ფასდება ძალიან მძიმედ, თუმცა სახეზეა სტაბილიზაციის ნიშნებიც:

„ამ 2 მძიმე პრობლემურ პაციენტთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ უკვე მძიმე პაციენტების სიაში და ალბათ მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და ალბათ დადგება გამოჯანმრთელდება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

11:57 16.4.2020

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, covid-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზომიერი მატების შემთხვევაში ქვეყანაში რყევები არ იქნება:

„ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად რაღაცა კიდევ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება, ასე ვფიქრობ და თქვენ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საჭიროა ყველა იმ შეზღუდვის დაცვა, რაც ქვეყანაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გამოცხადებული.

14:25 16.4.2020

გამყრელიძე: ნუ წახვალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი იმიტომ, რომ მეტი გადავრჩებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ წავიდნენ აღდგომის ღამეს ეკლესიებში. მოწოდება მან რუსთავი 2-ის ეთერიდან გაავრცელა.

"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების გაკეთება, არ წახვიდეთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან... ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმით. ილოცებენ ჩვენი მამაოები. ჩვენ ვიქნებით პირნათელი ქვეყნის და ღმერთის წინაშე. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან... გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება", - თქვა მან.

მისი თქმით, ამ ტიპის მოწოდება პირველად გააჟღერა. მანაც ისაუბრა, რომ თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს სამედიცინო სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG