გსმენიათ რამე ე.წ. „საკარანტინო ხელოვნების“ შესახებ? დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ წამოწყებაზე გიამბობთ.
"...ვხედავთ, რომ მოწოდება და რეკომენდაცია არის მოვერიდოთ არააუცილებელ თავშეყრას საჯარო ადგილებში. წესით და რიგით ეს ასევე უნდა მოიაზრებდეს რელიგიურ მსახურებას. საქართველოში ეს ასე არ არის და მეორე - არის წუხილი იმაზე, რომ რელიგიური მსახურების ნების დართვა ეხება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა რელიგიური უმცირესობები ამ პრივილეგიით ნაკლებად სარგებლობენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ასათიანი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
„ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ." - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
"...პლაქველინს ვიღებ, რომლის დოზაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე დღეა, აქ ვარ, შემიმცირეს. პირველ დღეს 2 აბი მქონდა, ახლა 1 აბს ვსვამ. კიდევ ერთ წამალს ვსვამ, რომელმაც კუჭი უნდა დაიცვას გაღიზიანებისგან და ერთი ნემსი მიკეთდება მუცელში, ისიც კუჭის დასაცავად... თუ ჩემნაირ, ასიმპტომურ ინფიცირებულებს არ გამოავლენენ, სულ იარსებებს უკონტროლო გადაცემის საფრთხე..." - ინტერვიუ COVID-19-ით ინფიცირებულთან.