საგანგებო მდგომარეობა - რატომ... რატომ... რატომ...

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე გახანგრძლივდა. ოპონენტები თვლიან, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვები უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს ცდება, სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ადამიანებს არავინ უხსნის - რას უნდა ელოდნენ სამომავლოდ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, ოპოზიციის ქმედებებში პოპულიზმს ჩასაფრებასა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს ხედავს.
საქართველოში 420-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა.
საერთო რიცხვი 416-დან 420-მდე გაიზარდა. მათგან 107 გამოჯანმრთელებულია. 5 გარდაიცვალა.
23 აპრილის 10:30 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584.
კორონავირუსის გამო სრული კარანტინის ზონებს იმერეთის სოფელი დაემატა

22 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა ამ სოფლის კიდევ 4 მცხოვრებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და COVID-19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. პაციენტები სამკურნალოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, ღვანკითში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ღვანკითის მისასვლელებთან მოეწყო 5 საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. მოსახლეობას ღვანკითის დატოვების უფლება არ აქვს.
სოფელში მასობრივი თერმოსკრინინგი დღეიდან დაიწყება და მას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაატარებს. ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.
კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, დღემდე სრული კარანტინი გამოცხადებული იყო მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანი განიკურმა

საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქყვენდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევაა. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.