Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:19 27.4.2020

შეუძლია თუ არა კოვიდპაციენტს მოითხოვოს სახლში მკურნალობა?

19 წლის ლუკამ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 17 დღე გაატარა. ის ესპანეთში დაინფიცირდა. დაბალი ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, საიდანაც პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წაიკითხე მეტი

23:20 27.4.2020

„ერთადერთი რამ, რაც მთავრობას შეუძლია ახლა პროაქტიულად აკეთოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის, არის გადასახადების შემცირება. ამას არ სჭირდება რესურსი. შეიძლება გამოაცხადო და მეორე დღიდან ამოქმედდეს ეს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

23:21 27.4.2020

ქუთაისის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ჯერ არ იციან, მოახერხებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას 29 აპრილის შემდეგ, როცა ქალაქი ისევ, ჯერჯერობით გაურკვეველი დროით დაიკეტება.

23:22 27.4.2020

ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. მათ კლინიკაში მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტები ხვდებიან. შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ასე იმკურნალა თავადაც, როცა ვირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ კლინიკაში დაინფიცირდა. ხუთი დღე მკურნალობდა სახლის პირობებში და მაღალი ტემპერატურის ბოლო ეპიზოდიდან 72 საათში ისევ დაუბრუნდა კლინიკას.

ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან 👇

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG