12:33
25.7.2020
Covid-19-ის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება ბაზრობაზე, რომელიც 35 ჰექტარზეა გადაჭიმული, ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ბაზრობაზე შესვლის მსურველს ნიღაბი უნდა ეკეთოს და სიცხეც უნდა გაიზომოს. იცავენ თუ არა სპეციალურ წესებს ბაზრობაზე, სადაც კლიენტები თითქმის არ ჩანან?
14:15
25.7.2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაფართოებული ტესტირების საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაერთო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში Covid 19- ის წინააღმდეგ გაფართოებული ტესტირებისას საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი ახალგაზრდობა, პედაგოგები და წითელი ჯვარი ჩაერთნენ, რადგან მოსახლეობის ნაწილი კვლავ უარს ამბობს სამედიცინო ბრიგადებთან კომუნიკაციაზე.
12:13
26.7.2020
STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-ს შეადგენს.
19:52
26.7.2020
გუდაუთის კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ.