19:28
20.10.2020
ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მოდელირებისა და საპროექციო სცენარის თანახმად, თუკი საქართველო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, 2021 წლის პირველი თებერვლისთვის, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, საშუალოდ 73 იყოს. პირბადეების მოხმარების შემთხვევაში კი - 11.
21:15
20.10.2020
გთავაზობთ რამდენიმე ქართველი ექიმის რჩევებს, რომლებიც სახლში მკურნალობის ან კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისას დაგეხმარებათ.
10:23
21.10.2020
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მხოლოდ ევროპაში აღირიცხა წინა კვირასთან შედარებით 25%-ით მეტი ახალი შემთხვევა.
10:24
21.10.2020
უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.