ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ.
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევაა
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1351 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში:
1 ოქტომბერი - 448;
2 ოქტომბერი - 453;
3 ოქტომბერი - 471;
4 ოქტომბერი - 554;
5 ოქტომბერი - 578;
6 ოქტომბერი - 549;
7 ოქტომბერი - 508;
8 ოქტომბერი - 472;
9 ოქტომბერი - 527;
10 ოქტომბერი - 519;
11 ოქტომბერი - 523;
12 ოქტომბერი - 478;
13 ოქტომბერი - 569;
14 ოქტომბერი - 680;
15 ოქტომბერი - 919;
16 ოქტომბერი - 887;
17 ოქტომბერი - 958;
18 ოქტომბერი - 1192;
19 ოქტომბერი - 1186;
20 ოქტომბერი - 1194;
21 ოქტომბერი - 1351.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 21 208 ადამიანი.
კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.
კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისიდანაა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 445 თბილისიდანაა. საქართველოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 372-ია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პირია.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- აჭარა - 369;
- იმერეთი - 295;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 66;
- ქვემო ქართლი - 76;
- მცხეთა-მთიანეთი - 23;
- შიდა ქართლი - 23;
- კახეთი - 20;
- რაჭა-ლეჩხუმი - 1;
- სამცხე-ჯავახეთი - 18;
- გურია - 15.