საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მომსახურება გეგმიური პროცესია და სასწრაფო დახმარების 2-3 საათით დაყოვნება, პანდემიის პერიოდში, ნორმალურია.
სწრაფი ტესტები პასუხს 15-20 წუთში იძლევა.
საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევაა
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 164-ით მეტი ახალი შემთხვევაა.
შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში:
1 ოქტომბერი - 448;
2 ოქტომბერი - 453;
3 ოქტომბერი - 471;
4 ოქტომბერი - 554;
5 ოქტომბერი - 578;
6 ოქტომბერი - 549;
7 ოქტომბერი - 508;
8 ოქტომბერი - 472;
9 ოქტომბერი - 527;
10 ოქტომბერი - 519;
11 ოქტომბერი - 523;
12 ოქტომბერი - 478;
13 ოქტომბერი - 569;
14 ოქტომბერი - 680;
15 ოქტომბერი - 919;
16 ოქტომბერი - 887;
17 ოქტომბერი - 958;
18 ოქტომბერი - 1192;
19 ოქტომბერი - 1186;
20 ოქტომბერი - 1194;
21 ოქტომბერი - 1351;
22 ოქტომბერი - 1595;
23 ოქტომბერი - 1759.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9751.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი.
კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისიდანაა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 686 თბილისიდანაა. მძიმე პაციენტებია 397, მათგან 82 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- აჭარა - 487;
- იმერეთი - 356;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 69;
- ქვემო ქართლი - 36;
- მცხეთა-მთიანეთი - 12;
- შიდა ქართლი - 35;
- კახეთი - 24;
- სამცხე-ჯავახეთი - 30;
- რაჭა-ლეჩხუმი - 7;
- გურია - 17.