მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად გარკვეული სტაბილურობის ნიშნებს ხედავს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს. „ამის მიუხედავად დღეს გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება“, - თქვა მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანახმად, მართვის პროცესში ხარვეზები ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება, „ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა, შეიძლება ითქვას, მოხსნილია“ და მთავარი ამოცანაა პროცესის მართვადობის შენარჩუნება.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელი წესების და რეკომენდაციების დაცვით, რადგან თუ პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის წესები 90%-ით შესრულდება, ვირუსის გავრცელების შენელება შესაძლებელია დაახლოებით 70%-ით.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9751.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი.
საქართველოში იწყება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში იწყება ანტიეგნზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა.
იმნაძის განმარტებით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაა, ამ სწრაფი ტესტირებისთვისაც ნაცხს ცხვირიდან იღებენ და მას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება.
„მსოფლიოში ორი ასეთია ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 150 ათასამდე ასეთი ტესტია და შეკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.
საქართველოში გამოვლინდა Covid 19-ით დაინფიცირების 1941 ახალი შემთხვევა
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1941 შემთხვევა - წინა დღესთან შედარებით 182-ით მეტი ახალი შემთხვევა.
შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში ასე იცვლებოდა:
1 ოქტომბერი - 448;
2 ოქტომბერი - 453;
3 ოქტომბერი - 471;
4 ოქტომბერი - 554;
5 ოქტომბერი - 578;
6 ოქტომბერი - 549;
7 ოქტომბერი - 508;
8 ოქტომბერი - 472;
9 ოქტომბერი - 527;
10 ოქტომბერი - 519;
11 ოქტომბერი - 523;
12 ოქტომბერი - 478;
13 ოქტომბერი - 569;
14 ოქტომბერი - 680;
15 ოქტომბერი - 919;
16 ოქტომბერი - 887;
17 ოქტომბერი - 958;
18 ოქტომბერი - 1192;
19 ოქტომბერი - 1186;
20 ოქტომბერი - 1194;
21 ოქტომბერი - 1351;
22 ოქტომბერი - 1595;
23 ოქტომბერი - 1759.
24 ოქტომბერი - 1941
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 26 503 შემთხვევა.
სულ გამოჯანმრთელებულია 10 161 ადამიანი.
გარდაიცვალა 10 ადამიანი და აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია რიცხვი 193-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის ყველაზე მეტი - 1034 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა