Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
10:27 28.10.2018

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, დღის 10 საათისთვის გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, რომლებიც ძირითადად წილისყრის პროცედურებს უკავშირდება. კერძოდ, სამგორის N78 უბნიდან ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ არა უშავს, დანაკლისში გავუშვებთო. საარჩევნო კოდექსის 63- ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა”, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა გამგეობის თავმჯდომარე სულხან სალაძემ. იხ მეტი.

10:17 28.10.2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც წარმატების და გამარჯვების წინაპირობაა. „ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას“ - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

10:17 28.10.2018

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი: „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი,საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი, იმ განსაკუთრებული შეირაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს“

10:14 28.10.2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე. პატრიარქი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად. "ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - თქვა ილია მეორემ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG