საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ გვანცა კიკალიშვილს უბანზე გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში 2001 წელს გარდაცვლილი ბებია დახვდა.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საოკუპაციო გამყოფი ხაზების მიღმა არიან დარჩენილნი.
14:00-15:00 - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებლებმა დმანისის #32, 2, 10, 20 უბნებზე კენჭისყრის შენობის გარეთ ფულის გადაცემის ფაქტები დააფიქსირეს. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, მათი მობილური ჯგუფის მანქანის ნომრის შესახებ ის პირები, რომლებიც ფულის გადაცემაში არიან შემჩნეულები, სავარაუდოდ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, ვინაიდან მიახლოებისთანავე ეს ადამიანები ერთმანეთს ეუბნებოდნენ “მოვიდნენო” და იშლებოდნენ. მათ პოლიციის ფორმიანი ადამიანები სამოქალაქო მანქანით დაჰყვებოდნენ უკან.