ამომრჩევლები, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ხმას სახლიდან აძლევენ. გადასატანი ყუთით სარგებლობა შეუძლია ყველა ამომრჩეველს, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებს.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, 20 საათიდან არჩევნების შედეგებზე ჩატარებული სამი ეგზიტპოლის შედეგი გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“ ატარებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოკვლევა საერთაშორისო კომპანია Edison Research-ს, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ კომპანია BCG Research–ს შეუკვეთეს.
შსს-მ არჩევნების მიმდინარეობისა 7 საქმის გამოძიება დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, “სულ სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა, ამ 29 ფაქტიდან 15 ფაქტი არ დადასტურდა გადამოწმების შემდეგ ან არ გამოვლინდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა“. იხ. მეტი.
პრეზიდენტობის კანდიდატის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ძალიან მძაფრი კონკურენცია და ბრძოლაა პირველი და მეორე ადგილისთვისაც. უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება, თუმცა, ჯერ არ არის ცხადი ვისი მონაწილეობით. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა ამომრჩევლებს მიმართა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავისი პოზიცია გამოხატონ. იხ. მეტი.