„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საღამოს შვიდის ნახევრისთვის გამოაცხადა, რომ გამარჯვებულია მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. „ბუნებრივია, აგონიაში მყოფი ხელისუფლება ახლა შეეცდება, რომ გარკვეული მანიპულაციებით კორექტივები შეიტანოს არჩევნების შედეგებში, თუმცა მერწმუნეთ, არ მივცემთ ამის საშუალებას, რომ ხმები მოიპაროს ან გაააყალბონ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ 6 საათისთვის ორგანიზაციამ დააფიქსირა არსებითი ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. იხ. მეტი.
არახლოს 56-ე უბანის ტერიტორიაზე რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებს გადაღებული ფოტოები უცნობმა მამაკაცებმა წააშლევინეს. რადიო მარნეულის დირექტორის კამილა მამედოვას თქმით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მამაკაცებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენებს და დაემუქრნენ კიდეც.
საქართველოში მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. ამჯერად - 6 წლის ვადით. და ბოლოჯერ - პირდაპირი არჩევის გზით. საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან გაიხსნა და ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 17.00 საათისათვის 38.16%-ს მიაღწია. ნახეთ, რა განწყობით და რა გადაწყვეტილებით მიდიოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე.