Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
22:27 28.10.2018

ცესკოს ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში მათთან შევიდა 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით.

​მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება.

22:21 28.10.2018

ცესკო ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემი დაახლოებით ღამის 02:00 საათისთვის გამოქვეყნდება.

22:12 28.10.2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, არჩევნების შეფასება ხდება როგორც არჩევნების დღის პროცესის, ისე წინასაარჩევნო კამპანიისა და საჩივრების განხილვის მდგომარეობის შეჯამებით. ამ მიმართულებით, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რა დასკვნას დადებს აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო ფინანსებისა და შემოწირულობების საკითხზე. როგორც ეკა გიგაური ამბობს, დღეის მდგომარეობით, სამსახურს არავინ დაუჯარიმებია და ძნელია იმის განსაზღვრაც, რა იქნება უახლოეს მომავალში. ეკა გიგაურს რადიო თავისუფლების საარჩევნო გადაცემაში ნინო გელაშვილმა და გოგი გვახარიამ კითხვა დაუსვეს ასევე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობის ტენდენციაზე ხელისუფლების მხრიდან. ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ამ დაპირისპირებაში საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა წუხს, რომ ქვეყნის რეპუტაცია ილახება.

22:09 28.10.2018

ცესკოს მონაცემებით, 20 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46,74%. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა. მიქელაძის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 64,74% და ყველაზე დაბალი მარნეულში - 36,47%. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 45,4%. ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 46,6%.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG