ბათუმის 5 ოქმისა და ფოთის 2 უბნის მონაცემებით, ორივე ქალაქში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ბათუმში ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან შედარებით 417 ხმით მეტი მიიღო, ფოთში კი - 45 ხმით მეტი.
საბურთალოს #58 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი იგებს. ამ უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: 187 - გრიგოლ ვაშაძე, 202 - სალომე ზურაბიშვილი.
12:50-ის მონაცემებით, ვაკის 3 უბანში, რომლის ოქმებიც ცესკომ გამოაქვეყნა, გრიგოლ ვაშაძე იგებს.
#20 #69 და #70 უბნების ოქმების შედეგად, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 489 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 460.
12:47-ის მონაცემებით, კრწანისის 2 უბანში, რომლის მონაცემებიც ცესკომ დაითვალა, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
მე-8 და 31-ე უბნებში მიღებული ხმები ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 327, სალომე ზურაბიშვილი - 321.