Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
02:13 29.10.2018

ცესკო 828 უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 43,59 % მიიღო.

დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:

  • 34,83 % - გრიგოლ ვაშაძე
  • 10,36 % - დავით ბაქრაძე
  • 3,88 % - შალვა ნათელაშვილი
  • 1,71 % - ზურაბ ჯაფარიძე
  • 1,74% - დავით უსუფაშვილი
01:32 29.10.2018

"უმნიშვნელოვანესი ეტაპია - მეორე ტურშიც აუცილებლად უნდა მივიდეთ და გამოვრიცხოთ ზურაბიშვილი.(ანუ ბიძინა, პუტინი, ერთპიროვნული მმართველობა, ა.შ.)
და შემდეგი არჩევნებისთვის იქნებ გამოჩნდეს ძალა, რომელსაც მივცემთ ხმას არა გამორიცხვის პრინციპით, როგორც აქამდე გვიწევს უმეტესად.
დღეს მთავარია ეს ჭირი გავტეხოთ და დავასუსტოთ.
სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია," - წერს აქტივისტი და პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე Facebook-ოს საკუთარ გვერდზე.

01:25 29.10.2018

გლდანსა და ნაძალადევში 1:17 საათის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

ნაძალადევში ამ დროისთვის დათვლილი ხმების 38,5 % მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 31,14 % - სალომე ზურაბიშვილმა.

გლდანში გრიგოლ ვაშაძემ 41,61 % მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა - 29,44 %.

01:16 29.10.2018

ცესკო 512 უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 40,05 % მიიღო.

512 უბანი საერთო რაოდენობის 13,82%-ია.

დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:

  • 37,93 % - გრიგოლ ვაშაძე
  • 10,83 % - დავით ბაქრაძე
  • 4,16 % - შალვა ნათელაშვილი
  • 1,61 % - ზურაბ ჯაფარიძე
  • 1,54% - დავით უსუფაშვილი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG