დათვლილია საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების თითქმის 100%
საარჩევნო უბნების 99,57%-დან მიღებული შედეგებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 38,66% და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს 37,7%. ამავე მონაცემებით, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ხმა მისცა 10,97%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 3,76%-მა, "გირჩის" კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2,26%-მა, "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,26%-მა, "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,33%-მა. დანარჩენ კანდიდატებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა - 46,74%-მა.
ცესკო აქვეყნებს 3134 უბნის შედეგებს, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,68% მიიღო.
დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:
37,59% - გრიგოლ ვაშაძე
11,06% - დავით ბაქრაძე
3,75% - შალვა ნათელაშვილი
2,28% -ზურაბ ჯაფარიძე
2,24% - დავით უსუფაშვილი
ცესკო აქვეყნებს 1710 უბნის შედეგებს, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 39,35% მიიღო.
დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:
37,28% - გრიგოლ ვაშაძე
10,19% - დავით ბაქრაძე
4% - შალვა ნათელაშვილი
2,4% -ზურაბ ჯაფარიძე
2,27% - დავით უსუფაშვილი
1:42 საათისთვის 512 უბნის შედეგების თანახმად, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისში 1 332 ხმა მიიღო. უბნების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
- ვაკე - 49;
- საბურთალო - 14;
- კრწანისი - 18;
- სამგორი - 178;
- ჩუღურეთი - 36;
- დიდუბე - 98;
- ნაძალადევი - 420;
- გლდანი - 499.