Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ


ეუთოს, ნატოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამკვირვებლებს შეხვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და კახა კუკავა.

შეხვედრები ინდივიდუალურად გაიმართა და საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას.

„უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ეს არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის თქმით, საუბარი შეეხებოდა საარჩევნო გარემოს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა დაფინანსების წყაროებზე, ადმინისტრაციული და მედიის რესურსების გამოყენებაზე არჩევნების წინა პერიოდში.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ინფორმაცია არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ.

კანდიდატებთან შეხვედრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერაა ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG