„საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, გუშინ გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც, მისი თქმით, ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. იხ. მეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე. პატრიარქი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად. "ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - თქვა ილია მეორემ.
პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი: „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი,საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი, იმ განსაკუთრებული შეირაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს“
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც წარმატების და გამარჯვების წინაპირობაა. „ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას“ - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.