Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
11:49 28.10.2018

"სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საუბრობს.

11:56 28.10.2018

ბათუმის პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანთან მომხდარი ძალადობის შესახებ. კერძოდ, უბანთან მყოფმა მოქალაქე ლამარა კენჭაძემ პოლიციას მიმართა, რომ ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა ჯელალ ქიქავამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომჩივანი ირწმუნება, რომ ქიქავამ ფეხი მიარტყა, ავტომანქანის კარი მიუჯახუნა და შეაგინა. ბათუმის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტზე.

12:06 28.10.2018

საარჩევნო პროცესი 12 საათის მონაცემებით: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 11% ამბროლაურში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი, 4,4% კი – ახალქალაქში. 10 საათისთვის არჩევანი გაკეთებული ჰქონდა 215 329 ამომრჩეველს, რაც ამორჩეველთა დაახლოებით 6%. დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით,

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაუბრკოლებლად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა დაკვირვებისთვის ხელის შეშლის ფაქტები. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებელზე ზეწოლის მცდელობას.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც.

12:07 28.10.2018


"დამარცხება არ იქნება. ჩვენ არჩევნებს ვიგებთ", - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მან ხმა რამდენიმე წუთის წინ მისცა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა არაერთი საჩივარი და შენიშვნა: "მომზადებულნი იყვნენ გაყალბებისთვის. ჩვენ ამ რჩევნებს ვიგებთ და ამიტომაც არის ხელისუფლების ასეთი ისტერია. ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მოდით არჩევნებზე, რადგან ირჩევთ საქართველოს, თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს. პირველ ტურში თუ მეორე ტურში, მაგრამ ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ".

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG