„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ შექმნან დესტრუქციული ფონი, მაგრამ, საბედნიეროდ, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენი ოპონენტები ვერ მოახერხებენ დღის განმავლობაში დესტრუქციული ფონის შექმნას. გარკვეული საფუძველი სჭირდება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც ეს საფუძველი არ არის რეალური, ინფორმაცია რამდენად დამაჯერებელია, ამას საზოგადოება წყვეტს ხოლმე. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად, წყნარად და ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.
სად შეგიძლიათ დარეკოთ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცხელი ხაზი - (032) 2 182630
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ - (032) 2 372882.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – (032) 2 921403.
- სახალხო დამცველის ოფისის ცხელი ხაზი - 1481.
- ცესკოს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - (032) 2 510051.
არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. იხ. მეტი.
„რაკი სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა „გირჩს“, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისათვის ბრძოლის გაგრძელებას. ვიცი, რომ რაღაც რეგულაცია დავარღვიე ამ წუთას, მაგრამ ჩემ თავს მივეცი ხმა. საკუთარ თავს დავუჭირე მხარი და თან მყარად“, - უთხრა ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.