პანკისში მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად ბიულეტენებზე მინაწერებს აკეთებენ. ადგილობრივი ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი, რითაც შეუძლიათ ამ არჩევნებზე პროტესტი გამოხატონ. „ჩვენთვის ორი თემაა აქტუალური: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა და ჰესების მშენებლობა. გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებმა ამ სახით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ოპოზიცური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწერა უამრავი საჩივარი და შენიშნვა, რადგან ხელისუფლება მომზადებული იყო გაყალბებისთვის. იხ. მეტი.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" დილის 8 საათიდან ამ დრომდე სამი სახის პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაგვიანებით დაშვება. იხ. მეტი.
თელავის საარჩევნო ოლქში დაფიაქსირდა სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, ასეთი ფაქტის გამო სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა. ლაგოდეხის ოლქის ზოგიერთ საარჩევნო უბანთან გაკრულია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატი. იხ. მეტი.