ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ მომენტში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ხმა მისცა ხურვალეთის 70-ე საარჩევნო უბანზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მავთულხლართებზე გადმოსვლის დროს დათა ვანიშვილმა ხელი დაიზიანა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას, მავთულხლართების აღებას და საკუთარ მიწაზე წვდომის უფლებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, დღის პირველი საათისათვის დაფიქსირებულია 50-მდე წვრილი და შედარებით მსხვილი დარღვევა. ორგანიზაციამ დაწერა 4 საჩივარი: „თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები", - აცხადებს ეკა გიგაური, ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იხ. მეტი.