მნიშვნელოვანი დარღვევები 14 საათისთვის:
პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება;
არაუფლებამოსილი პირები და აგიტაცია უბნებზე;
უკანონო გარიგების მცდელობა - სს დანაშაულის ნიშნები.
("სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“)
ვრცლად იხილეთ აქ
საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს 28 ოქტომბერს მხოლოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2" გამოაქვეყნებს. მათი ინფორმაციით, შედეგები საღამოს 20-დან 21 საათამდე გამოქვეყნდება. გამოკვლევას ტელეკომპანიის დაკვეთით საერთაშორისო კომპანია Edison Research - ი აკეთებს.
ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყველაზე უხუცესმა, 103 წლის ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
ცესკოს მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%. შესაბამისად, 15 საათისთვის ხმა მისცა მილიონ 85 ათას 730-მა ამომრჩეველმა. ცესკოს ცნობითვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 15 საათისთვის აქტივობა შეადგენდა 32,1%-ს.