Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
17:57 28.10.2018

„მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო ბოლოჯერ ირჩევს პირდაპირი წესით პრეზიდენტს, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი არ არის და შესაძლოა ამის განმაპირობებელი იყოს ის, რომ ეს არის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი და ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი. ამასთან, შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატებით გამოწვეული იმედგაცრუება“, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.

17:58 28.10.2018

ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ უბნებზე მათი მიყვანილი ადამიანები ხმას „ქართული ოცნების" კანდიდატს აძლევენ, - განაცხადა პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი კარგად მიდის და „ევროპული საქართველოს“ ბევრი მომხრე უკვე მივიდა არჩევნებზე, თუმცა ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს. „ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

18:01 28.10.2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევენ. 1239 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 15 საათისთვის ხმა მისცა 500 ზე მეტმა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურთ.

18:21 28.10.2018

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ატრიალებს ეგრეთ წოდებულ კარუსელს და ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული, სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მაინც მარცხდება და იმარჯვებს „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.მისი თქმით, ახლა დარჩა მთავარი-ამომრჩევლის ხმების დაცვა. იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG