Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: საგანგებო მდგომარეობაზე გადავდივართ


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ატრიალებს ეგრეთ წოდებულ კარუსელს და ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული, სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მაინც მარცხდება და იმარჯვებს „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.მისი თქმით, ახლა დარჩა მთავარი-ამომრჩევლის ხმების დაცვა:

„17:00 საათიდან 20:00 საათამდე თითოეული ქართველის ხმები უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმა ყველა საარჩევნო უბანზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, ჩაიდინონ სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ვხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გშველით და არც გიშველით, იმიტომ რომ კალენდარზე არის 2018 წელი.“-განაცხადა ნიკა მელიამ. მან ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG