პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება „მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში.“ ბახტაძემ ქვეყნის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. იხ. მეტი.
ქუთაისში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, 7-8 წუთის განმავლობაში რამდენიმე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ელექტროენერგია გამოირთო # 3, 7, 21, სკოლებსა და 21 ბაღში გახსნილ უბნებზე. ინფორმაციას ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ დროისთვის ყველა უბანში აღდგენილია.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36, 47 პროცენტს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, ოთხმოცდაათივე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. მან დასძინა, რომ საოლქო კომისიაში სულ 29 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საარჩევნო უბნებში. ასევე - უბნების გარეთ აგიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი“ - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ქართული ოცნების“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. იხ. მეტი.