Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
21:11 28.10.2018
Georgia -- Nino Danelia, expert
Georgia -- Nino Danelia, expert

მედიაექსპერტ ნინო დანელიას შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის: 1. ამომრჩეველთა ნაწილს არ სჯერა, რომ მის ხმას აქვს ძალა და მას რეალურად შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ; 2. ამომრჩეველთა ნაწილი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, არ ცდილობს ალტერნატივა შეარჩიოს სხვა არსებული კანდიდატებიდან; 3. პოლიტიკურ პარტიებს მეტი უნდა ემუშავათ, რომ ხალხი გამოეყვანათ არჩევნებზე. ნინო დანელიამ ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.

21:19 28.10.2018

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლოსაა გამარჯვებასთან. „ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. „მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს ნაციონალურ მოძრაობას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

21:22 28.10.2018

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ყაჩაღს და ბანდიტს გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მან დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“ „ვაჟკაცური ნაბიჯისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს.

21:30 28.10.2018

„მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამ შედეგით, ვაშაძეს და ზურაბიშვილს ხმების 40-40% აქვთ. იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG