Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
23:09 28.10.2018

ცესკომ უბნებიდან მიღებულ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შემოსული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.results.cec.gov.ge/protocols/

23:15 28.10.2018

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში შეჯამებულია სამი - 52-ე, 71-ე და 102-ე უბნების შედეგები. ამ უბნების საერთო მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს აქვს 746 ხმა, სალომე ზაურაბიშვილს - 401, დავით ბაქრაძეს - 114, შალვა ნათელაშვილს - 48, დავით უსუფაშვილს - 38, გიორგი ანდრიაძეს - 29 და კახა კუკავას - 23 ხმა.

23:25 28.10.2018

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა.

23:28 28.10.2018

თუკი მოქალაქეები არ არიან მზად, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, ხელისუფლება, მთავრობა არასოდეს დაიცავს ზღვარს, - განაცხადა ფილოსოფოსმა, ტელეწამყვანმა ლევან ღამბაშიძემ რადიო თავისუფლების საარჩევნო ეთერში. 28 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას ის იმითაც ხსნის, რომ ამომრჩეველს იმედები გაუცრუა დიდი დაპირებებით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“. გარდა ამისა, ამომრჩეველს, რომელიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ამ პოლიტიკური ძალის შემადგენლობიდან მტკიცედ პროდასავლური ძალების განდევნის შემდეგ, მხარდასაჭერიც აღარაფერი დარჩა. ამ შინაარსის განცხადებები ლევან ღამბაშიძემ გააკეთა რადიო თავისუფლების გადაცემის პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG