Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
09:00 29.10.2018

დათვლილია საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების თითქმის 100%

საარჩევნო უბნების 99,57%-დან მიღებული შედეგებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 38,66% და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს 37,7%. ამავე მონაცემებით, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ხმა მისცა 10,97%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 3,76%-მა, "გირჩის" კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2,26%-მა, "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,26%-მა, "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,33%-მა. დანარჩენ კანდიდატებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა - 46,74%-მა.

09:28 29.10.2018

28 ოქტომბერს ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თერჯოლაში ხმების 50,55%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ბარათაშვილმა, ხოლო სამტრედიაში „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატმა აკაკი მინაშვილმა 46,87%-ით. იხ. მეტი.

11:19 29.10.2018

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დიდი ალბათობაა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 3 703 უბნის მონაცემების მიხედვით, რაც უბნების თითქმის 100 პროცენტია, დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პროცედურის მიხედვით, მეორე ტური არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში უნდა გაიმართოს. თამარ ჟვანიას გათვლებით, მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერი იქნება.

11:36 29.10.2018

უბნების თითქმის 100%-ის მონაცემებით მეორე ტური გაიმართება:

3 703 საარჩევნო უბნის მონაცემით, რაც უბნების თითქმის 100 პროცენტია, ამომრჩევლის ხმების 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ხმები ძირითად კანდიდატებს შორის კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე-„ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი“-10,97%

გრიგოლ ვაშაძე-„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი-37,74%

სალომე ზურაბიშვილი-„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი-38,63%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა დიდია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG