არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში ყველაზე მეტი 153204 ხმა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ. დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 149044 ხმა აქვს. თბილისში უკვე დათვლილია ათივე საარჩევნო ოლქის შედეგები. ცესკოს მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 45,4% იყო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ამომრჩევლის მოსყიდვის საფუძვლიანი ეჭვი აქვს
„თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების, ძირითადად,მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია. ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ექვსი საარჩევნო უბნის გარეთ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის პროცესის დაკვირვების შემდეგებს აჯამებს.
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან მიღებულ მონაცემებს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 38,5%-მა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 37,6%. ამასთან, ორგანიზაციას არ შეუძლია დარწმუნებით თქვს, რომელია პირველ ადგილზე. იხ. მეტი.