Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
20:06 29.10.2018

"...ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენს ერთ ხმასაც კი ოქროს ფასი აქვს საქართველოში და სწორედ არჩევნების დღეს ვწყვეტთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ შემდეგი რამდენიმე წელიწადი...

რამდენიმე წლის განმავლობაში და არა სამუდამოდ, არა საშვილიშვილოდ, არა "მეორედ მოსვლამდე". დემოკრატიას სწორედ ის პრივილეგია აქვს, რომ ხელისუფლებას დროებით ირჩევ - განსაზღვრული ვადით..." იხ.მეტი.

20:07 29.10.2018

"...ბატონ ბიძინას, ალბათ, არ ჰგონია, რომ ექვსი წელიწადი უყაირათოდ გაფლანგა და, რომ ამომრჩეველს ვერ გაუმართლა მოლოდინი და იმედები. სავარაუდოდ, ახლა იმას ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ულვაშებიანი კაცია და, რომ, თუ მთლიანად ვერ მოპარსავს ულვაშს, რამენაირად ისე მაინც შეკრიჭოს, რომ ძალიან ჩხვლეტია და სახიფათო არ იყოს.

როგორც გააკეთებს ამას?

პატარა ტრიუკით, ალბათ, ვერ გამოძვრება." იხ. მეტი.

20:44 29.10.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში ხმების საერთო რაოდენობის 47 % მიიღო, რაც თითქმის 19 %-ითაა მეტი „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაზე. ქალაქის 59-ე საარჩევნო ოლქის 123 უბანზე დათვლილი ხმებით, ვაშაძეს მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა, სალომე ზურაბიშვილს კი - 18 059-მა. ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 156 051 ამომრჩეველი. იხ.მეტი.

22:02 29.10.2018

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო ბათუმში, სადაც ამომრჩეველთა 33,88 %-მა მისცა ხმა. ხმების უმრავლესობაა კი ამ ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა, მას ბათუმელების 44,82% დაუჭირა მხარი. იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG