Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ძებისაშვილი - "რაციონალური გაგების ყველანაირ ზღვარს სცდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პოზიცია"


"როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ პარტიებს ერთი რამ უნდა ესმოდეთ, რომ თუ, ღმერთმა არ ქნას და, ეს ქვეყანა დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას, ეს იქნება სწორედ მათი დამსახურება. ანუ, თანამედროვე ფილიპე მახარაძეები და ორჯონიკიძეები იქნებიან ესენი და ასე შევლენ ისტორიაში",

- ამბობს ლაშა ძებისაშვილი, "საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი და თვლის, რომ "რაციონალური გაგების ყველანაირ საზღვრებს სცდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პოზიცია. აქ ასევე მივაყოლებდი გარკვეულწილად მათ შორის ქართ პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგიც აბსოლუტურად სცდება ჩემს გაგებას, რადგან როცა ეგზისტენციური საფრთხეა, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა რომ დააყენოს დღის წესრიგში საკითხი, რომელიც ქვეყნისTვის უმთავრესია და აქ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაზე ვამბობთ, რადგან რამდენადაც არარეალისტურად გვეჩვენება, სრულიად რეალურია ხვალ-ზეგ აღმოვჩნდეთ „რკინის ფარდის“ აქეთა, ბნელ მხარეს და არა იქითა ნათელ მხარეს".

უსაფრთხოების ექსპერტი საჭიროდ თვლის "პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხები ერთობლივად არის გადასაწყვეტი, მოხაზონ საერთო დღის წესრიგი სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული საფრთხის საპასუხოდ, ხოლო დანარჩენი არის უსაფრთხოების და თავდაცვის სფერო, სადაც სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი".

ლაშა ძებისაშვილი რუსეთის მიერ ომის დაწყებას გარდაუვლად მიიჩნევს და ლაპარაკობს კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასამაგრებლად არის გადასადგმელი:

"საოკუაპციო ზოლი, ეს უსაფრთხოების სარტყელი არის სასწრაფო რეჟიმში გასაძლიერებელი. რაც შეეხება მარაგებს, საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოებასა და შეძენას, უკრაინელების მსგავსად, აქ მთელი რიგი როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური ნაბიჯებია გადასადგმელი. სამწუხაროდ, ამას ჩვენს ბიუჯეტში ვერ ვხედავთ.

მე მჯერა, რომ ომი იქნება, რადგან, როცა სამხედრო მანქანა დაძრულია და კვირების და თვეების განმავლობაში მოძრაობაშია, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ერთადერთი შეიძლება გადაისინჯოს ტაქტიკური გადაწყვეტილება - როდის? ძირეული სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ომი იქნება, ვფიქრობ, კარგა ხანია, მიღებულია".

XS
SM
MD
LG