Accessibility links

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის მხარდასაჭერად


აკა ფროდიაშვილი 2019 წელს Dazed-ის ასეულში მოხვდა.

24 ივნისს ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა 23 წლის ქართველი დიზაინერის, აკა ფროდიაშვილის ტყავის სამოსით მივიდა ნიუ-იორკში, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ "აპოლოში" გამართულ წარმოდგენაზე - ამის შესახებ ბრიტანული ჟურნალი Dazed-ი იტყობინება. ლედი გაგას ფოტოს საკუთარ ინსტაგრამზე ქართველი დიზაინერიც აქვეყნებს.

აკა ფროდიაშვილი 2019 წელს Dazed-ის ასეულში მოხვდა. გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე გამბედავ ხელოვანებსა და აქტივისტებს უყრის თავს. გამოცემამ ქართველ დიზაინერზე ყურადღება ქვიარ აქტივიზმის გამო შეაჩერა, რაც მის კოლექციებში აისახება. აკა ფროდიაშვილმა სწორედ ქვიარ ადამიანებს, სიყვარულსა და თავისუფლებას მიუძღვნა ჩვენება 6 მაისს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.

ჟურნალი Dazed-ი ასევე წერს, რომ იმის მიუხედავად, ლედი გაგა წინასწარგანზრახვით უჭერს მხარს ახალგაზრდა ქართველ ქვიარ დიზაინერს თუ არა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს ხდება - როდესაც ქვეყანაში პირველი "თბილისი პრაიდი" გადაიდო რუსეთ-საქართველოს შორის გაზრდილი დაძაბულობისა და საქართველოს დედაქალაქში დაწყებული მასობრივი გამოსვლების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG