Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა გოგია და თამუნა გახოკიძე აივ-ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის ზიანზე


ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ სოციალური მუშაკი თამუნა გახოკიძე აივ-დადებითია. 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების ეთერში მან ილაპარაკა საზოგადოებაში აივ-ინფიცირებულთა მიმართ არსებულ სტიგმაზე როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე რისკჯგუფებსა და ექიმებს შორის და რაც მთავარია, ილაპარაკა გზაზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიარა. დღეს ის სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება: “თითქოს ხალხს ეშინია, თითქოს... არ ვიცი, რა სჭირთ. ხშირად მიწევს ველზე გასვლა მობილური ამბულატორიის მანქანით და ადამიანებს, ზოგადი პოპულაციიდან როცა ვთავაზობთ უფასო ტესტირებას აივ-შიდზე, ცე-ჰეპატიტზე, „აივ-შიდსს“ როგორც კი გაიგებენ, ეგრევე ტრიალდებიან და გარბიან. შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაბალია მათი ცნობიერების დონე. დადებითი რომ აღმოვჩნდე, მერე რა ვვქნა? - კითხულობენ. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ ვლაპარაკობ ყველგან, რომ არ არის საშიში და მომაკვდინებელი... ძალიან ბევრია სამუშაო. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც „შიდსიანებს“ გვეძახიან, რომლებიც არ გვიღებენ, მომსახურეობას არ გვიწევენ. რაც ციხიდან გამოვედი, ეგეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მქონდა ციხეში შემთხვევა, როცა სტომატოლოგთან მივედი კბილის ამოსაღებად და გინეკოლოგმა უთხრა სტომატოლოგს, შიდსიანია და ფრთხილად იყავიო, სტომატოლოგი საპირფარეშოში გაიქცა, იქ ჩაიკეტა და საღამოს 6 საათამდე იყო ჩაკეტილი. ციხეში მეც მეტი რა საქმე მქონდა - ვიჯექი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა იქიდან. გარეთ არ მქონია ეგეთი შემთხვევა“. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის დირექტორი, მაკა გოგია საქართველოში აივ-ინფიცირებულების მიმართ არსებული სტიგმით გამოწვეულ კონკრეტულ ზიანზე ამბობს: „სტიგმა დამაზიანებელია თავად აივ-ინფიცირებული ადამიანებისთვის და პოტენციურად აივ-ინრიცირებული ადამიანებისთვის. იმდენად ძლიერია სტიგმა, რომ რეგიონში მცხოვრები ინფიცირებული ადამიანი თბილისში ჩამოდის მედიკამენტების ასაღებად იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს თავისი რეგიონის ცენტრში, არ მოხდეს მისი იდენტიფიცირება. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი 300 კილომეტრს და მეტს თვეში ერთხელ გაივლის მხოლოდ იმისთვის, რომ ის არ დაინახონ... სტიგმა ნამდვილად უშლის ხელს ადამიანებს მიიღონ შესაბამისი სერვისები: პრევენციული სერვისი იქნება ეს, ტესტირება თუ მკურნალობა“. მაკა გოგიას თქმით, მომავალ წელს საქართველოში ჩატარდება სტიგმა-ინდექსის დასადგენი გამოკვლევა და გამოჩნდება თუ რა ხარისხით არის გამჯდარი ამა თუ იმ დაავადების მიმართ სტიგმა საზოგადოებაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თამუნა გახოკიძეს ორი შვილი შეეძინა, ორივე ჯანმრთელია. მას გაუმართლა - მცოდნე და გამბედავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა: „წლების მანძილზე შიდსის ცენტრთან თანამშრომლობდა ერთი გინეკოლოგი, პაატა ჟორჟოლიანი, რომელმაც საკეისრო კვეთა გამიკეთა პირველ ბავშვზე. შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეკა გაგუა, რომელმაც მამშობიარა და ფიზიოლოგიური გზით გავაჩინე გაბრიელი. კი, გამიმართლა, რადგან პირველ ბავშვზე როცა ვიყავი ფეხმძიმედ, იმუნიტეტი მქონდა დაბალი თავიდან, ფილტვების ანთება მქონდა და გამიმართლა, რომ კარგად მომხედა, მომიარა ბოლომდე. მეორე შემთხვევაში აღარ მქონია ისეთი გართულებები, იმუნიტეტი მაღალი იყო და ჩვეულებრივი ორსულობა იყო. არანაირი პრობლემა არ მქონია. მაგრამ, მინდოდა მშობიარობა და არა საკეისრო. აქაც გამოვძებნე გამოსავალი და ეკა გაგუამ მამშობიარა. ახლაც ფეხმძიმედ ვარ და მშობიარობას ვაპირებ“, - ასეთი სასიხარულო ამბავი გვამცნო პირდაპირ ეთერში თამუნა გახოკიძემ, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ადამიანებს, თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს უკეთესად გამოსდის, ვიდრე სხვა შეძლებდა: „მზად ვარ იმისთვისაც, რომ რაღაც ნეგატიური წამოვიდეს. ყოველთვის ველოდები, რომ ვიღაც რაღაცას ვერ გაიგებს, მაგრამ ვცდილობ, რომ გარკვეულად ვილაპარაკო იმიტომ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ვერ გაიგებს, მეტნაკლებად შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება აივ-ინფიცირებულების მიმართ“. მაკა გოგია აივ-ინფიცირებულთა თემის მეტად აქტიურობის უდიდეს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს: „თამუნასნაირი კიდევ რამდენიმე ადამიანი გვყავს ირგვლივ. ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ თავად ინფიცირებული ადამიანები და ღიად დაიწყეს თავის თავზე ლაპარაკი და სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, მივმართო სხვა ინფიცირებულებს, რომ გამოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდით, დაამარცხონ თვითსტიგმა და იბრძოლონ საერთო საზოგადოებაში ამ სტიგმის წ

XS
SM
MD
LG