Accessibility links

სამოქალაქო სექტორი საფრთხეს ხედავს "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილების ინიციატივაში


სამოქალაქო სექტორი საფრთხეს ხედავს "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილების ინიციატივაში
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:20:30 0:00

13 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების 1 ივლისამდე შეტანის საჭიროების შესახებ. კომისიას ვადასთან დაკავშირებით არგუმენტად მოჰყავს ასოცირების შეთანხმება. განცხადებაში აგრეთვე წაიკითხავთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს“. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურება კომისიის ამ განცხადებაზე იყო: „ვიდრე იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა ან პოლიტიკაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს და რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”. სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში ხედავს საფრთხეებს და კონკრეტულად ლაპარაკობს გამოხატვის თავისუფლებისთვის არსებულ შესაძლო რისკებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე ამბობს „როცა გაქვს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი და ამ კონტექსტში, ჩნდება თითქოს უმნიშვნელო რაღაც ჩანაწერი, რომ, როცა საჩივარი გაივლის შიგნით მაუწყებელში და რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩება, შეიძლება ეს გაასაჩივრო მათ შორის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ეს უმნიშვნელო ჩანაწერი იმ კონტექსტში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, როცა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ნდობა არის ნაკლები, როცა საჯარო სივრცეში არაერთი ისეთი განცხადებაა გამოხატული, რომელიც, როგორც წესი, მიმართულია კრიტიკული მედიის მიმართ, იქმნება საფრთხე, რომ იმ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი ობიექტური, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში“. მამუკა ანდღულაძისთვის პრობლემატურია, როცა ხელისუფლება მედიაზე დამატებითი ბერკეტების მოსაპოვებლად ხელისუფლება დასავლურ გამოცდილებაზე აპელირებს: „იმ ევროპულ დირექტივაში არ წერია, რომ, გინდა თუ არა, ეს უნდა იყოს კანონმდებლობით დარეგულირებული, ან, გინდა თუ არა, თვითრეგულაციაში. თვითონ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ამის გადაწყვეტა“. „დილის საუბრებში“ მედიაექსპერტმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი საქართველოს კონტექსტის მნიშვნელობას: „კითხვა რომ დაისვას მეტი სიძულვილი გინდა, თუ ნაკლები მედიაში, რა თქმა უნდა, არ მინდა მეტი. თუ შეიქმნება ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სიძულვილის ენის აღმოფხვრას ან შემცირებას, რა თქმა უნდა, ყველა იქნება მომხრე, პირადად ჩემი ჩათვლით, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისა. მაგრამ პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მთლიან კონტექსტს“. მამუკა ანდღულაძე მოლოდინების განმარტებისთვის იხსენებს ახლო წარსულს და შენიშნავს, რომ მსგავსი თემები არჩევნების წინ ყოველთვის გამოიყენება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად: „გავიხსენოთ 2015-ში რა ხდებოდა: გადაცემების დახურვა, „რუსთავი 2“-ის სასამართლო. 2015-ში დაიწყო და 2016-ში იყო საპარლამენტო არჩევნები. წელსაც იგივე მეთოდით მიმდინარეობს ეს პროცესი: ჯერ დაიწყო განცხადებები, რომ ცილისწამებაზე გვინდა რეგულაცია, მერე გაურკვეველი იყო რას გულისხმობდნენ - ცილისწამება, „ფეიკ ნიუსები“, სიძულვილის ენა - ყველაფერი ერთად იყო მოხარშული და ახლა უცებ ეს აღმოჩნდა „მაუწყებლობის შესახებ კანონი““. „დილის საუბრების“ სტუმარი არ უარყოფს მედიაში არსებულ პრო

XS
SM
MD
LG